ინტერვიუ

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე 
თემურ მერკვილაძე.


სსიპ გალაკტიონ ტაბიძის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
                                                                  ეკა ტეფნაძე.



შევეცადეთ  სიუჟეტით გვეჩვენებინა ხალხისთვის,რომ სიგრეტი მავნებელია. გაჩვენეთ სტუდენტი-გიორგი ასანიძე, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ დაანება თავი 7 წლის შემდეგ თამბაქოს მოხმარებას.ასევე ჩამოვართვით ინტერვიუ ჟვანიას კლინიკის მთავარ ექიმს თენგიზ ბახტაძეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს- ბატონ, ამირან გამყრელიძეს, რომლებიც გვესაუბრებიან თამბაქოს მავნებლობაზე.









ჩვენ გადავწყვიტეთ მივსულიყავით ექიმთან რომელიც გაგვესაუბრებოდა ორსულობის პერიოდში მყოფ მწეველ ქალებზე და არჩევანი ჩაჩავას კლინიკაზე შევაჩერეთ.ჩაჩავას კლინიკაში გავესაუბრეთ გინეკოლოგ მაია ჩიქოვანს.
სამწუხაროდ ვიდეო ჩანაწერის გაკეთებისთვის ადმინსტრაციული ნებართვა იყო საჭირო რაც ვერ მოხერხდა ამიტომ გთავაზობთ ამ ინტერვიუს დიალოგის სახით.

-         რამდენად საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის თამბაქოს მოხმარება?
-         ორსული ქალებისთვის თამბაქოს მოხმარება არავითარ შემთხვევაში არ არის მიზან შეწოლილი. ეს არის მავნე ჩვევა, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი ცუდი ასე ვთქვათ რაღაც რაღაცეების გამოწვევა. აღწერიალია,რომ ის ორსული ქალბატონები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს, ორსულობა შეიძლება თვითნებითი აბორტით დამთავრონ,მაგრამ ასევე ხშრად ხდება რომ იბადებიან დაბალი მასის მქონე ბავშვები,ასევე თამბაქოს მოხმარება ორსულობის დროს იწვევს ნაადრევ მშობიარობას და ასევე აღწერილია, რომ ნაყოფმა შეიძლება  ზრდაგანვითარება შეწყვიტოს მუცლად ყოფნის პერიოდში.
-         სტატისტიკურად რამდენი ორსული მოიხმარს თამბაქოს ორსულობის პერიოდში?
-         კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ,მაგრამ არაერთ ორსულს შეხვდებით, რომელიც აღიარებს რომ ორსულობის პერიოდშიც კი მოიხმარს თამბაქოს.
-         რამდენად საზიანოა თამბაქოს მოხმარება ნაყოფისთვის?
-         თამბაქოს ნაყოფისთვის გარკვეული მიზანის მიყენება შეუძლია,როგორც გითხარით შეიძლება შეაფერხოს ნაყოფის ზრდაგანვითარება, ასევე შესაძლებელია დაიბადოს დაბალი მასის მქონე ბავშვი ან თუნდაც ორსულობა აბორტით დასრულდეს.
-         რას ურჩევდით იმ ორსულებს, რომელებიც ფეხმძიმობის პერიოდში აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს?
-         აუცილებლად ვურჩევ,რომ ამ მავნე ჩვევისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.





სსიპ გალაკტიონ ტაბიძის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლევან ასათიანი და სანდრო მაისურაძე


Комментариев нет:

Отправить комментарий