როგორც უკვე ვთქვით, თამბაქოს მოხმარება იწვევს ძალიან ბევრ სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის უმეტესობა სასიკვდილოა. მინდა გაგაცნოთ ისინი:
- მოწევა ასასუტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც
ორგანიზმი უფრო მგძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი
გლურა, რომელსაც შეუძლია
გამოიწვიოს თმის ცვენა.
- მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40%-ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარების-თვალის ბროლის შემღვრევა, რომელიც ბროკილებას
უკეთებს სინათლის სხივებს და იწვევს სიბრმავეს.
- მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში. ქვეითდება შიდა
ყურის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც
მწეველებს არამწეველებთან შედარებით სმენა უქვეითდებათ.
- მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, რომელიც იწვევს
კბილების დაკარგვას.
- მოწევა იწვევს ემფიზემას,ალვეოლების შეშუპებას და გასკდომას, რაც აქვეითებს
ფილტვების მიერ ჟანგბადის შთანთქმის და ნახშირორჟანგის გამოყოფის უნარს.
- კუპრი, რომელიც არის
სიგარეტის კვამლში გროვდება თითებზე და თითის ფრჩხილებზე რაც მათ მოყვითალო-მოყავისფრო ფერს აძლევს.
- თამბაქოს კვამლში შემავალი 59 ელემენტი კარცოგენულია
ანუ იწვევს კიბოს.
იმედია ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდებით გიღირთ თუ არა თამბაქოს მოხმარება.
Комментариев нет:
Отправить комментарий