თამბაქო
თამბაქო არის ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარე. გავრცელებუილია ამერიკასა და ავსტრალიაში, არსებობს მისი 60-ზე მეტი სახეობა. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო და წეკო. დეკორატიულ მებაღობაში თამბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს.
თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ამერიკიდან შემოიტანეს ევროპაში XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში. საქართველოსი თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).
მიუხედავად ამისა თამბაქო აქვს ისეთი შემცველობა, რომელიც აზიანებს როგორც ადამიანს ასევე სამყაროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий