მოწევა კლავს!!!
ყველა
სიგარეტის კოლოფს აწერია „მოწევა კლავს’’ მიუხედავად ამ გაფრთხილებისა არც ერთი
მწეველი ამას არ ითვალისწინებს. იქნებ ამის მიზეზია გაუაზრებელი ქმედება,რომ იმკვიდრებ
იმიჯს,გონიათ,რომ თამბაქო უვნებელია.
ყველა მწეველმა იცის თუ რა ემართება ორგანიზმს
ერთი ღერის მოწევისას, მაგრამ არცერთი არ იაზრებს და არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას.
თინეიჯერების უმრავლესობა თვლის,რომ სწორედ
ამით შეიძლება თავის დამკვიდრება თანატოლებში. ისინი ვერ ითვალიწინებენ რა შედეგი შეიძლება
მოჰყვეს თამბაქოს მოხმარებას. ხშირი მოხმარების
შემდეგ ხდები დამოკიდებული, რაც ანვითარებს სხვადასხვა სახის დაავადებებს.სიგარეტი
იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას,ფილტვების დახშობას და სიკვდილიანობას.
თამბაქოს ხშირ მომხმარებლად ითვლებიან
მამაკაცები,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებიც უარს ამბობენ თამბაქოს მოხმარებაზე.
დღეს-დღეისობით ძალიან ბევრ ფეხმძიმეს ნახავთ
სიგარეტით ხელში,რომლებმაც იციან როგორ ცუდად აისახება ეს მათ ნაყოფზე. სწორედ ესაა
ის მავნე ჩვევა,რომლის გავლენაც ადამიანზე იმდენად ძლიერია,რომ ახალი სიცოცხლის დაბადებასაც
კი უშლიან ხელს.
არსებობენ პასიური მწეველებიც. მათი ჯანმრთელობა
მეტად საფრთხეშია ვიდრე თვით მწეველის. მათ მიერ შესუნთქული თამბაქოს კვამლი აქვეითებს
ორგანიზმს და გონებას, ამიტომ უმჯობესია არამწეველბი მოვერიდოთ თამბაქოს კვამლს.
საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდამრღვევთა
კოდექსის 155-ე, მე-3 მუხლის პრიმას თანახმად
თამბაქოს პროდუქციის რეალიზება 18 წლამდე ასაკის პირზე- გამოიწვევს დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით.
177-ე მუხლის თანახმად 18 წლამდე პირის ჩაბმა
თამბაქოს ინდუსტრიაში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. მიუხედავად ამ საშიშროებისა,
მოზარდები ახერხებენ თამბაქოს შეძენას,რადგან მათ ბევრი გასტრონომი უწყობს ხელს.
ჩვენ ვეცადეთ მოგვეყვანა არგუმენტები სიგარეტის
მოხმარებასთან დაკავშრებით და ვიმედოვნებთ, რომ ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ მრავალი
მოზარდი თუ ზრდასრული გაითვალისწინებს ჩვენს მეგობრულ რჩევას. საბოლოო ჯამში ყველანი
მივდივართ ერთ დასკვნამდე,რომ „მოწევა კლავს!“